ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ პროექტის პრეზენტაცია შევაფასეთ რუბრიკის საშუალებით, ამით მომეცა საშუალება კონსტრუქციული უკუკავშირი მიმეცა ჩემი კოლეგისათვის.პროექტულ სწავლებაში გამოვაყენებინებ ბავშვებს შფასების ამ ფორმას, რათა სიღრმისეულად ჩასწვდნენ შესწავლილ საკითხებს. გავეცანი საავტორო უფლებებს, თუ როგორ გამოვიყენო ლეგიტიმურად და ვასწავლო ბავშვებს. ჩემი პროექტის ფარგლებში, შევავსე გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, რომლითაც დავიცავ საავტორო უფლებებს. გავეცანი ,,ბუკმარკის" გამოყენებას, რომ მარტივად დავიმახსოვრო საძიებო საიტები. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მოსწავლის შსაძლებლობის გათვალისწინებით. საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით აკეთებენ ჩანაწერებს და აკეთებენ პრეზენტაციებს.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
ჩემს გეგმაში მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები რამეს ქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით. გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება.
ReplyDelete