ჩემი პორექტის პორტფოლიო - "პოეტი, მთარგმნელი, ხალხის რჩეული"
პროექტებით სწავლება
Sunday, June 4, 2017
Saturday, June 3, 2017
მერვე დღე
მოდულის მსვლელობისას გადავხედე საკვაძო შეკითხვებს, განვიხილეთ ერთმანეთის საკვანძო კითხვები, მივეცით უკუკავშირი და შევიტანეთ ცვლილებები. ეს შეკითხვები დაეხმარება მოსწავლეებს საპროექტო საკითხების გადახედვაში.გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა გამოწვევას, ინტერესის აღძვრას, პროცედურების გაცნობას, მოლოდინების განსაზღვრას, ვადების გაცნობას. ვიუვერმა გაგვაცნო როგორ ეხმარება ტექნოლოგიები მოსწავლეების პროდუქტიულობის გაზრდაში და სასწავლო პროექტის მსვლელობაში. შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში. გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.
Friday, May 26, 2017
მეშვიდე დღე
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკაhttps://drive.google.com/file/d/0BzZyZvFG-FkVYmxpQkRPSjBsems/view?usp=sharing
რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით.იმისათვის რომ მოსწავლემ არეგულიროს დამოუკიდებლად საკუთარი უნარ-ჩვევები, შევქმენი სავარჯიშო, რომელიც მხარს დაუჭერს მას, როგორც დამოუკიდებელ მოსწავლეს. პროექტის გეგმის შაბლონში გავწერე ის მიდგომები, რომლებიც უნდა გამოვიყენო ნიჭიერ მოსწავლესთან, სსსმ მოსწავლესთან და არაქართულეროვან მოსწავლესთან. ეს მიდგომები დამეხმარება ყველა მოსწავლე ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.
რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით.იმისათვის რომ მოსწავლემ არეგულიროს დამოუკიდებლად საკუთარი უნარ-ჩვევები, შევქმენი სავარჯიშო, რომელიც მხარს დაუჭერს მას, როგორც დამოუკიდებელ მოსწავლეს. პროექტის გეგმის შაბლონში გავწერე ის მიდგომები, რომლებიც უნდა გამოვიყენო ნიჭიერ მოსწავლესთან, სსსმ მოსწავლესთან და არაქართულეროვან მოსწავლესთან. ეს მიდგომები დამეხმარება ყველა მოსწავლე ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.
Thursday, May 25, 2017
მეექვსე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლის ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. რუბრიკა დამეხმარა თვითშეფასება გამეკეთებინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა, რასაც დავნერგავ მოსწავლეებში პროექტის განხორციელებისას. კიდევ ერთხელ გადავხედე წიგნის გამოყენებით შეფასებების ინსტრუმენტებს და პროექტის გეგმაში ავღწერე შეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი. ქრონოლოგიის მიხედდვით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის შფასების ინსტრუმენტი-რუბრიკა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მიზნობრივად გააკეთოს აქცენტები საკვანძო საკითხებზე, რომლებსაც ნაშრომში ჩადებს.
Saturday, May 20, 2017
მეხუთე დღე
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ პროექტის პრეზენტაცია შევაფასეთ რუბრიკის საშუალებით, ამით მომეცა საშუალება კონსტრუქციული უკუკავშირი მიმეცა ჩემი კოლეგისათვის.პროექტულ სწავლებაში გამოვაყენებინებ ბავშვებს შფასების ამ ფორმას, რათა სიღრმისეულად ჩასწვდნენ შესწავლილ საკითხებს. გავეცანი საავტორო უფლებებს, თუ როგორ გამოვიყენო ლეგიტიმურად და ვასწავლო ბავშვებს. ჩემი პროექტის ფარგლებში, შევავსე გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი, რომლითაც დავიცავ საავტორო უფლებებს. გავეცანი ,,ბუკმარკის" გამოყენებას, რომ მარტივად დავიმახსოვრო საძიებო საიტები. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მოსწავლის შსაძლებლობის გათვალისწინებით. საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით აკეთებენ ჩანაწერებს და აკეთებენ პრეზენტაციებს.
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
Sunday, May 14, 2017
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება, რამდენიმე თვალსაზრისით. შევაფასებ წინარე ცოდნას, ასევე გავუწევ მონიტორინგს, რომლითაც დავადგენ პროგრესის რა საფეხურზეა ბავშვის ცოდნა. თვითრეგულირება და თანამშრომლობა რომ ვასწავლო, მივცემ ბავშვებს განმავითარებელ კომენტარს. ასევე მეტაკოდნიტური უნარების ჩამოყალიბებისთვის მივცემ განმავითარებელ კომენტარს.
Friday, May 12, 2017
მესამე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. სტანდარტები მომეხმარა პროექტი ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მომერგო. საგნობრივი სტანდარტები, შედეგები და ინდიკატორები მომეხმარა მკაფიო მიზნების გაწერაში.მიზნებს მოვარგე 21-ე საუკუნის უნარები, სიტყვები, ლექსიკა. მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები დამეხმარება მოსწავლეებმა გაიაზრონ ძირითადი და საკვანძო საკითხები.
Subscribe to:
Posts (Atom)